გოგი ცაბაძე

გოგი ცაბაძე şarkı sözleri

Sanatçı   ·  ayda 8 929 dinleyici

Sanatçının Albümleri

Benzer Sanatçılar


Biyografi

გოგი ცაბაძე დაიბადა 1924 წლის 24 აგვისტოს თბილისში. იგი გახლავთ ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერების, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კლასი. მუშაობდა ფილარმონიაში, საქართველოს ტელევიზიაში. 1973 წლიდან პედაგოგურ მოღვაწეობას ეწეოდა საესტრადო სასწავლებელში. 1956-1975 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. მისი მოღვაწეობა მოიცავს უამრავ კომპოზიციას. გოგი ცაბაძემ მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს ზამთარში დადგა პიესა ‘’და-ძმა’’. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. მისი შემოქმედება დღესაც კი პოპულარულია არამარტო ქართველ მსმენელს შორის ასევე საზღვარგარეთაც.