Kishore Kumar Hits

გოგი ცაბაძე - იმღერე რამე şarkı sözleri

Sanatçı: გოგი ცაბაძე

albüm: გოგი ცაბაძე - საუკეთესო შესრულებები: გოგი ცაბაძის შემოქმედება ნაწილი I


იმღერე რამე, კიდევ ერთხელ, იმღერე რამე
რომ დაღლილ თვალებს
სანთელივით, დაადნეს ღამე
ეგ სულ ერთია რას იმღერებ, ოღონდ იმღერე
განშორებისას კიდევ ერთხელ, იმღერე რამე
იმღერე რამე, თუნდაც
უკვე მრავალჯერ ნამღერი
დრო ამ წუთებსაც
გადააქცევს მალე მოგონებად
და თან გაჰყვება სიყვარული
მას როგორც ნამქერი
იმღერე რამე, იმღერე
იმღერე რამე
იმღერე ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის იმღერე რამე
ისევ იმღერე, ჩუმად გულში, რაც გიმღერია
თორემ ამ ღამეს
გაზაფხულის სევდიან ღამეს
მე შემოდგომის სევდა შემომერია
იმღერე რამე, თუნდაც
უკვე მრავალჯერ ნამღერი
დრო ამ წუთებსაც
გადააქცევს მალე მოგონებად
და თან გაჰყვება სიყვარული
მას როგორც ნამქერი
იმღერე რამე, იმღერე
იმღერე რამე, იმღერე
იმღერე რამე
კიდევ ერთხელ იმღერე რამე

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar