Kishore Kumar Hits

გოგი ცაბაძე - ბალადა ჯარისკაცის დედაზე şarkı sözleri

Sanatçı: გოგი ცაბაძე

albüm: გოგი ცაბაძე და ანსამბლი მზიური: გოგი ცაბაძის შემოქმედება ნაწილი XV


დედა გარეთ გამოვა და
ჩუმად მოსთქვამს
ჩემი შვილი არ ჩანს
არც არასდროს გამოჩნდება
შენი შვილი დედა
ჯარისკაცი ჯარისკაცად დარჩა
სადღაც უცხო მიწა-წყალზე
განისვენებს ალბათ
შენი დავარცხნილი თმები
აუწეწა ქარმა
შენი დაკემსილი გული
გაუგმირა ტყვიამ
შენს შვილს ახლა
უსახელო ჯარისკაცი ქვია
შინ შებრუნდი გვიან არის
დედავ დედავ
შენი შვილი არ ჩანს
არც არასდროს გამოჩნდება
შენი შვილი დედა
ჯარისკაცი ჯარისკაცად რჩება
სადღაც უცხო მიწა-წყალზე
განისვენებს მარტო
არც არავის ელოდება
არც არავის ნატრობს
მაგრამ როცა ტყვია ცივი
გაცოცხლდება თითქოს
წუხს და ბორგავს შენი შვილი
და მშვიდობას ითხოვს
შინ შებრუნდი გვიან არის, ხედავ დედა
შენი შვილი არ ჩანს
არც არასდროს დაბრუნდება
შენი შვილი დედა
შენ შვილს ახლა უსახელო
ჯარისკაცი ჰქვია

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar