Kishore Kumar Hits

Erekle Deisadze - Garibta Locva şarkı sözleri

Sanatçı: Erekle Deisadze

albüm: Garibta Locva


მეტროსთან ყიდდნენ ბავშვები ხატებს
ყველა მათგანი იყო მშიერი
გვერდით კი მაკდონალდსის პირდაპირ
ჩიზბურგერს ჭამდა პოლიციელი
ჰამერის ჯიპით მოჰქრის მამაო
აფხაზეთის ხმა გადმოსცემს ამინდს
ნეტარ არიან ღარიბნი ქვეყნად
გაიფიქრებს და წარმოსთქვამს ამინს
დამნაშავე ხარ თუ ისევ გშია
აქ პურის ნაცვლად გაჭმევენ ლოცვას
და პრეზიდენტის რეზიდენცია
სამების ტაძარს უგზავნის კოცნას
იჯდა მტკვრის პირას მხდალი პოეტი
და ერთობოდა სიმარტოვეთი
პოლიტიკოსი პოეტს ციტირებს
დღეს მთელი ერი ერთად იტირებს
შენ არ გჭირდება სამოთხე რადგან
შენი სამშობლო სამოთხე არის
თუ ეს ქალაქი შენი ციხეა
უნდა გაბედო გატეხვა კარის
შენ არ გჭირდება სხვა საქართველო
და ისტორიის ყალბი მძევლები
რადგანაც ღვინო ქრისტეს სისხლია
ჩვენ გამოვდივართ სისხლისმსმელები
შენ არ გჭირდება ახალი მოდა
ლამაზად ჩაცმა ცუდი ჰობია
სვეტიცხოველში ქრისტეს კვართი გაქვს
შენი სამშობლო გარდერობია
შენ დაიბადე და მოგაკერეს
პატრიოტიზმის მყრალი ნიღბები
შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო
დღეიდან არსად არ დაიღვრები

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar