წერილი • Tserili

წერილი • Tserili şarkı sözleri

Sanatçı   ·  ayda 5 808 dinleyici

Sanatçının Albümleri

Benzer Sanatçılar


Biyografi

წერილი, წარსულში ცნობილი, როგორც "ამორალი" - ქართული ალტერნატიული მუსიკის ჟანრის ჯგუფია. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1995 წელს თბილისში და მას "ამორალი" ერქვა. შემადგენლობაში შედიოდნენ: გია თოიძე (ვოკალი, გიტარა); ლევან სვანიძე (ბასი); კოტე კალანდაძე (გიტარა); დათუნა თოიძე (დრამი). 1996 წელს ჩაწერეს სინგლი "ოთხივე მხარეს". ამავე წელს შედგა მათი დებიუტი ფესტივალზე "მარგარიტა 1996". 1997 წელს ჯგუფს დაემატა სანდრო კაპანაძე (კლავიში, საქსოფონი), რომელთან ერთადაც ჩაწერეს ალბომი "უძირო გზა". მალე დასარტყამ ინსტრუმენტებზე დათუნა თოიძე შეცვალა დათო მაჭავარიანმა (კაკადუ), კოტე კალანდაძე კი გიორგი ჟორჟოლიანმა (ჟორჟიკა). 1999 წელს ჯგუფი დროებით დაიშალა. 2001 წელს გია თოიძემ და ლევან სვანიძემ აღადგინეს ჯგუფი ახალი სახელწოდებით "წერილი". 2005 წელს გამოვიდა ალბომი "სხივი", 2010 წელს ჩაწერეს რიგით მესამე ალბომი "ამ ქალაქში". 2014 წელს გამოვიდა ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი "დანგრეულ სახლში", ხოლო 2015 წელს მსმენელს წარუდგინეს რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი "მუსიკის ხმა". 2018 წელს ჯგუფის დისკოგრაფიას შეემატა მეექვსე ალბომი "მასაში გხედავ", ხოლო 2020 წელს გამოვიდა მათი პირველი EP დასახეელბით "ეგ არის", ხოლო 2021 წელს გამოუშვეს ალბომი სახელად " მტვრიან მიწაზე". ჯგუფის ამჟამინდელი წევრები: გია თოიძე (ვოკალი, გიტარა, სიმღერების ავტორი) - ლევან სვანიძე (ბასი) - აჩიკო ქელბაქიანი (გიტარა) - ანა გვაზავა (დრამი) - ლევან ჯავახიშვილი (გიტარა, კლავიში).