Kishore Kumar Hits

Erekle Deisadze - Dadeki Mukhlebze şarkı sözleri

Sanatçı: Erekle Deisadze

albüm: Dadeki Mukhlebze


ნაგვიდან ვიღებ თამბაქოს ნარჩენებს
ტელევიზორი პარლამენტს აჩვენებს
ისინი მომცემენ სოციალურ პაკეტს
რომლითაც დავიპყრობ ხვალ სუპერმარკეტს
მე დამესიზმრა პრეზიდენტის სტუმრობა
მე მაცინებს ჩემი უსუსურობა
საკუთარ ნეხვზე ტერფებით ვდგავარ
მე მოტყუებული სტუდენტების ხმა ვარ
დადექი მუხლებზე
დადექი მუხლებზე შენ გჭირდება შველა
სანამ შევუკვეთავ მოლოტოვის კოქტეილს
განაგრძეთ დემოკრატიის წოვა
სანამ ეს ასფალტიც ვარდისფრად შეღებეს
მე გავხდები არუთინოვი ვოვა
თუ შენი მესია ბოროტი მწყემსია
ითხოვე ჯვარცმა ეს უკეთესია
ის რაც აქამდე კენწერო გეგონა
ახლა ხვდები რომ თურმე ფესვია
ზურგში გესვრიან ნუ გაიკვირვებ
და შენი სიკვდილი პრესამ მაცნობა
ეს უკვე ნიშნავს რომ მშვიდობა დამთავრდა
იწყება ბრძოლის ველის განვრცობა
ჩემი შეცდომა იყო სიჩუმე
როცა გიჭირდა და არ ვყვიროდი
შენ უკანასკნელად შეხედავ იმ ცას
რომელშიც ღმერთის პოვნას ცდილობდი
ცაზე მზე არის ღმერთი კი შენში
რომელიც უკვე გადაგცდა ყელში
სანამ ისინი გაიღვიძებენ
დატოვე სარდაფი ამოდი სხვენში

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar