Kishore Kumar Hits

Erekle Deisadze - Gaseirneba/Noxyroni şarkı sözleri

Sanatçı: Erekle Deisadze

albüm: Gaseirneba/Noxyroni


ჩერდება ტაქსი სეირნობის დროა
უკანა სავარძლიდან ვაკვირდები ქალაქს
ვიწყებ თრობას ისევ ბიო ნარკოტიკით
სულ მალე ამოვწურავ ერთი თვის მარაგს
ჩემი გოგო ახლაც დეპრესიას ებრძვის
ვერ გადაეჩვია გრძნობებით თამაშს
არადა მასში მე ვერავინ შემცვლის
ალბათ თვითონაც ოდესმე იგრძნობს ამას
მანამდე კი გარეთ იმდენი ყლეა
დიდი ნადირობის სეზონი აქვთ ძაღლებს
მათთვის ყველა ერთი ჭაობის ტყვეა
ისინი არ არჩევენ დაბლებს და მაღლებს
მე კი თავშესაფარს ბუნაგში ვეძებ
ბევრი ბუნაგიდან ერთ-ერთი შენ ხარ
გამოსწორდებაო ყველაფერი ამბობ
მე კი მგონია რომ ილუზიის ტყვე ხარ
ჩერდება ტაქსი შარდენთან ახლოს
სულ სხვა სოციუმის ნაწილი ვხდები
ყოველ ორ ნაბიჯში პოლიცია სახლობს
მათთან კი ჩემი ადგილი არ არის ვხვდები
ვაგრძელებ სეირნობას და ვეძებ ადგილს
ხურდას მთხოვს იქვე ხელგაწვდილი ბებო
თვალს მიკრავს უცებ მაწანწალა ბავშვი
უნდა რომ შემომთავაზოს ერთჯერადი წებო
პირველად იყო სიტყვა მერე იარაღი
ამას ვეუბნები ღორების ქალაქს
ხალხი ახლა გარეთ იარაღით დადის
მე კი ჩემი თავი სიტყვებით გამაქვს
მაგრამ ზოგჯერ სიტყვა დანასავით არ ჭრის
დანის ტარებას კი კანონი კრძალავს
იქნებ მოკლედ მიპასუხო ამ ხალხს რა სჭირს
სისხლის წყურვილს მათი თვალები ვერ მალავს
ვდგავარ კითხვის დასასმელად შენი კარის ზღურბლთან
გულისცემა ჩემი შენს ნაბიჯსაც ფარავს
ვაკაკუნებ სამჯერ ოფლიანი ხელით
ეს ქალაქი ყოველდღე სიცოცხლეს მპარავს
ვგრძნობ სახლში ხარ მაგრამ კარს არავინ აღებს
უკან ვბრუნდები და თან მიმაქვს სიყვარული
გადარჩენაზე ფიქრს ვიწყებ და უეცრად ვხედავ
ყველა მანქანიდან მიმზერს ჩემი ორეული
მართალია ეს ქალაქი მე თვითონ ვარ მაგრამ
სიბინძურესთან არ დავდებ არასოდეს მე ზავს
და ამიტომ ჩემს სუფთა ხელს მე გავუწვდი თბილისს
და პაემანზე დავიბარებ როგორც ბებერ მეძავს

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar