Kishore Kumar Hits

პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი - სადაც გინდა იქ ილოცე şarkı sözleri

Sanatçı: პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი

albüm: XX საუკუნის შედევრები


როცა უსმენ დილის საარს
გული მკერდქვეშ გასძლებს განა
გაფრენა მსურს, მეძახიან
ხარფუხი და აშფაშხანა
თბილისური დილა სხვაა
აგისრულებს ყველა ზრახვას
მეიდანზე ჩაივლი და
თვალი რას არ დაინახავს
მეჩეთი და სინაგოგა
აქ სიონი წმინდათ-წმინდა
კაცი იყავ კაცური და
იქ ილოცე სადაც გინდა
კაცი იყავ კაცური და
იქ ილოცე სადაც გინდა
იმისი მწამს, ვინც ძმაკაცთან
შემახვედრებს, შემაერთებს
მე კაცს ვეძებ, თორემ, აბა
სადა ვდიო ამდენ ღმერთებს
ვისაც გინდა დაუჩოქე
შეევედრე ვისაც გინდა
ოღონდ კაცად ივარგე და
ან ნამუსი გქონდეს წმინდა
და შენც ამას გეტყვი, ქალო
ჩემს სიტყვას ნუ გაიოცებ
ოღონდ ჩემი იყავი და
სადაც გინდა იქ ილოცე
ოღონდ ჩემი იყავი და
სადაც გინდა იქ ილოცე
სადაც გინდა იქ ილოცე
სადაც გინდა იქ ილოცე

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar