Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Siyvaruli Da Etc. şarkı sözleri

Sanatçı: დაგდაგანი

albüm: Kvela Irgvliv Mteria


ერთი ბიჭუნა დარდობდა აღარ დარდობს ახლა
მას უნდოდა მისნაირი მეგობრის ნახვა
ის უყურებდა ნაცნობებს და არავინ ჩანდა
გვიან ღამით იღვიძებდა და დილამდე ჭამდა

შეხვდა ერთი გოგონა ის უქნევდა თავს
და ხანდახან ეტყოდა რაღაცას მსგავსს
რომ არ არის საჭირო ვიყოთ დიდხანს ერთად
არ არის საჭირო ვიყოთ ბედნიერად
და სულ არაუშავს თუ არაფერს გრძნობ
ჩვენ ვიყიდით ლუდს და მერე მოვკლავთ დროს

ეს გოგონა ამ ბიჭუნას სულ გვერდით ჰყავდა
და მასზე მაღლა ის არავის სვამდა
მაგრამ ყოველთვის უკვირდა როგორ ძლებენ
ერთმანეთი ძალიან უყვართ და ასე შემდეგ

და ეს გოგონა შეუბრუნდება დაუქნევს თავს
და მერე გაუმეორებს რაღაცას მსგავსს
რომ არ არის საჭირო ვიყოთ დიდხანს ერთად
არ არის მთავარი ვიყოთ ბედნიერად
და სულ არაუშავს თუ არაფერს გრძნობ
ჩვენ ვიყიდით ლუდს და მერე მოვკლავთ დროს

და ერთ მშვენიერ საღამოს გაიტანა მძღოლმა
ეს ჩვენი პატარა გოგონა ეგრევე მოკვდა
დაღვერემილი უყურებს ბიჭუნა გზას
ასფალტზე გათხლეშილ ტვინში არეულ თმას
და ახლა ვისაც შეხვდება ყველას უქნევს თავს
და ხანდახან ეუბნება რაღაცას მსგავსს
რომ არ არის საჭირო ვიყოთ დიდხანს ერთად
არ არის მთავარი ვიყოთ ბედნიერად
და სულ არაუშავს თუ არაფერს გრძნობ
მე გიყიდი ლუდს და ჩვენ მოვკლავთ დროს

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar