Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Kvelaferi Gaivlis şarkı sözleri

Sanatçı: დაგდაგანი

albüm: Ra Tsudi Khalkhi Dadis Am Chven Lamaz Kvekanaze


ღამე მიდის სასმელში და უმოქმედო წამლებში
კოშმარებში სადაც ხედავ მას მისი ყველა ქალებით
და მას თითქმის არ უყვარხარ თვეში რამდენიმე ღამის გარდა
მაგრამ შენ მის ფულზე ცხოვრობ და წასასვლელი არსად დაგრჩა

ის კი ცდილობს კარგი იყოს მაგრამ ვეღარ იცვლება
და სულ ყველაფერზე მეტად მას თავი ეზიზღება
მაგრამ როცა სხვასთან არის მიდის ყველა პრობლემა
მთელ ჩხუბებს და ყვირილებსაც წამიერად შორდება
და ყველაფერი გაივლის ტკივილიც და სევდაც
მოვა მალე გაზაფხული შენ დაივიწყებ ყველას

და შენ ტირი შენს პატარა ოთახში რომელიც მან გაგიკეთა
და იხსენებ ყველას ვინც აქამდე გამოგიყენა
მათ შენახულ სურათებს შენ ყველას ყრი ფანჯრიდან
დანიშნულ ფერად წამლებს სვამ და მიდიხარ სახლიდან
და ყველაფერი გაივლის ტკივილიც და სევდაც
მოვა მალე გაზაფხული შენ დაივიწყებ ყველას

როცა ყველაფერი გბეზრდება
როცა ყველაფერი გულს გირევს
და კვდება სადღაც ჩუმად იმედი
როცა აღარავინ არ არის

და ყველაფერი გაივლის ტკივილიც და სევდაც
მოვა მალე გაზაფხული შენ დაივიწყებ ყველას
და ყველაფერი გაივლის ტკივილიც და სევდაც
მოვა მალე გაზაფხული შენ დაივიწყებ ყველას


Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar