Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Sikvdili şarkı sözleri

Sanatçı: დაგდაგანი

albüm: Ra Tsudi Khalkhi Dadis Am Chven Lamaz Kvekanaze


მე გილოცავ დასაწყისს
მე გილოცავ დასასრულს
ჩემს ოთახში სიკვდილი ზის
ის უყურებს ტელევიზორს

დილა ისე თენდება
რომ ვერ გასცემ ხმას
ახალ ცხოვრებას
ამ შენს ახალ ცხოვრებას

გახსოვს ადრე ვლაპარაკობდით
და ვერავინ გვიგებდა
შენი ადგილი ჩემს სახლში
დაიკავეს ნივთებმა
ეს დღეები უაზროდ ვიქნევ თავს
აქეთ იქით ვაქანებ
მაცივარში იქექება
სიკვდილი საჭმელს ამზადებს

აღარ დარჩა აზრები
აღარ დარჩა სიზმრები
აღარ დარჩა არაფერი
და თუ ჩვენც არ ვიქნებით
ტემპერატურა მინუსს გასცდა
ყველამ დაკეტა ფანჯრები
და სამყაროში მგონი ჩვენ ორს
დაგვრჩა თვალები

მე გილოცავ დასაწყისს
მე გილოცავ დასასრულს
ჩემს ოთახში სიკვდილი ზის
ის უყურებს ტელევიზორს

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar