Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Me Varskvlavebs Veghar Vkhedav Tsashi şarkı sözleri

Sanatçı: დაგდაგანი

albüm: Ukanaskneli Ghame Dedamitsaze


დღეს მე დავბრმავდი
მე დამიმძიმდა მუხლები
მე მესმის მთელი ღამე
მთელი ღამე როგორ წუხდები
და მე ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავ ცაში
მე ვარსკვლავებს ვერ ვხედავ ცხოვრებაში

ბებერი ქალი გაიტანა მანქანამ
და ყველაფერი თავისითვე დალაგდა
და შენთან ერთად ცხოვრებამ მე დამღალა
და ყველა საფლავიდან ყვავილები აყვავდა
მე აღარ მჯერა შენი
არც ერთი სიტყვის
შენი ლაპარაკი ჩემთვის
ხმაურად ისმის
მე ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავ ცაში
მე ვარსკვლავებს ვერ ვხედავ ცხოვრებაში
მე დავბრმავდი და აღარაფერი მაქვს თავში
თუ გააგრძელებთ სიარულს მე დამტოვეთ გზაში
ყოველი წელი წინაზე უარესია
დილას ჭამე ფაფა საღამოს დეპრესია
ტელეფონი დატენე არ დაგეკარგოს გზაში
ალკოჰოლი ბოლო დრო სულ წყობას გირევს თავში
მე აღარ მჯერა შენი
არც ერთი სიტყვის
შენი ლაპარაკი ჩემთვის
ხმაურად ისმის
მე ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავ ცაში
მე ვარსკვლავებს ვერ ვხედავ ცხოვრებაში
მე შოკოლადს ვერ ვხედავ შოკოლადში
მე დავბრმავდი და აღარაფერი მაქვს თავში

აწი უკვე რომ იცოდე
ყველა დღე ზეიმია
თუ მეგობრებს ვერ იტან და
ძილი არ შეგიძლია
თუ საკუთარი თავის
სიძულვილი მოვა გვიანი
გახსოვდეს რომ არ არსებობს
კარგი ადამიანი
მე ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავ ცაში
მე ვარსკვლავებს ვერ ვხედავ ცხოვრებაში
მე ყვავილებს სულ დაგიკრეფ გზაში
სანამ კიდევ ვინმე დამრჩა თავში

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar