Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Tkivilgamayuchebeli şarkı sözleri

Sanatçı: დაგდაგანი

albüm: Ukanaskneli Ghame Dedamitsaze


შემომხვიე შენი სუსტი ხელები
და მითხარი ნაზი ტყუილები
იმ ცხოვრებებზე რომლებსაც ავცდებით
და იმ ხალხზე ვინც ვერასდროს გავხდებით
ტკივილგამაყუჩებელი არ იმოქმედებს
და უკვე დროა შენ ვიღაცა მოგბეზრდეს
ვიღაცა ძვირფასი ვინც თავს ვერ განებებს
და მთელ სულს ყოველ დღე გაჩვენებს
და ყოველ ღამე მიღებულ წამლებს არწყევ
პირში გაცვლილ ნერწყვებს ვერ ამჩნევ
ბოლო წელი სულ არ ხედავ სიზმრებს
იძინებ იმედით არ გაგეღვიძოს
ვერ შეამჩნიე როგორ წავიდა ყველა
არ არის და ალბათ არც იქნება შველა
გადმოსაყრელ ხალხს ფანჯრები აჩენს
და ყველაფერს კარგს დრო გადაგაჩვევს

ვიღაც დგას გარეთ კარებთან იცდის
იმედი გაქვს ის წაიღებს სიცილს
წაიღებს ხმაურს გრძნობებს და სიტყვებს
ყველაფერს რასაც ძვირფასად მიიჩნევ
ახალი ხალხი ამ ოთახებში დადის
მათი დრო არასდროს არ გადის
მათი ცხოვრება სულ რაღაცას ემართება
და ის მას არასდროს არ ასცდება
და ყოველ ღამე მიღებულ წამლებს არწყევ
პირში გაცვლილ ნერწყვებს ვერ ამჩნევ
ბოლო წელი სულ არ ხედავ სიზმრებს
იძინებ იმედით არ გაგეღვიძოს
ვერ შეამჩნიე როგორ წავიდა ყველა
არ არის და ალბათ არც იქნება შველა
გადმოსაყრელ ხალხს ფანჯრები აჩენს
და ყველაფერს კარგს დრო გადაგაჩვევს
და ყოველ ღამე მიღებულ წამლებს არწყევ
პირში გაცვლილ ნერწყვებს ვერ ამჩნევ
ბოლო წელი სულ არ ხედავ სიზმრებს
იძინებ იმედით არ გაგეღვიძოს
ვერ შეამჩნიე როგორ წავიდა ყველა
არ არის და ალბათ არც იქნება შველა
გადმოსაყრელ ხალხს ფანჯრები აჩენს
და ყველაფერს კარგს დრო გადაგაჩვევს

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar