Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Saavadmkofos Kars Migma şarkı sözleri

Sanatçı: დაგდაგანი

albüm: Kofierebis Autaneli Sidzulvili


საავადმყოფოს კარს მიღმა
გძინავს შენ მარტოს
ანგელოზი მის საათზე
მიაშტერდა დროს
შენობებზე ილექება
ქერტლი შემქმნელის
მას ბავშვები შეხვდებიან
დილას სიმღერით
მეც ალბათ მანდვე ვიქნები
ძველ ხის ფესვებში
ხელს დაგიქნევ შორიდან თუ
გზაში შეგხვდები
საავადმყოფოს კარს მიღმა
გძინავს შენ მარტოს
ანგელოზი დაგაფარებს
თავის თბილ პალტოს
დაცურავენ ცაში
უცნაური ჩიტები
და ალბათ დილამდე
მათ შეუერთდები

საავადმყოფოს კარს მიღმა
დარჩი შენ მარტო
ანგელოზი წავიდა და
დადგა შენი დროც

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar