Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Rotsa Ar Modian Sizmrebi şarkı sözleri

Sanatçı: დაგდაგანი

albüm: Kofierebis Autaneli Sidzulvili


ღამით როცა არ მოდიან სიზმრები
და სიმტკიცე მე არ მესმის შენს ხმაში
დღეს თუ ჩემთან შენ არ იქნები
ეს ნიშნავს რომ შენ გამცვალე სხვაში
ცაში მიცურავენ შაშვები
სად რამდენი არავინ არ იცის
ახლა ნეტავ სადა ხარ და რას შვები
ჩემი გული უშენობას ჩივის
საგანს უყვარდა მძმე საგნები
სულ წუხდა ჯოკომო ლეოპარდი
მაშინ როცა ჩემი გახდები
გულში გამიქრება მთელი დარდი
ღამით როცა არ მოდიან სიზმრები
და სიმტკიცე მე არ მესმის შენს ხმაში
დღეს თუ ჩემთან შენ არ იქნები
ეს ნიშნავს რომ შენ გამცვალე სხვაში

საჭმელს ცოტას თუ გავურევთ საწამლავს
ყველანი უკეთესად გავხდებით
და სანამ მესაფლავე დაგვმარხავს
ჩვენ ამ ცხოვრებაზე ვისაუბრებთ ყავებით
და ვიღაცა ამოიღებს იარაღს
ვიღაცა კი ყვავილებით დაგვხვდება
ჩვენ სიმებს ამოვაწყვეტთ ყველა გიტარას
და ყველაზე სქელი კაციც სულ ცოტათი გახდება
ღამით როცა არ მოდიან სიზმრები
და სიმტკიცე მე არ მესმის შენს ხმაში
დღეს თუ ჩემთან შენ არ იქნები
ეს ნიშნავს რომ შენ გამცვალე სხვაში
საგანს უყვარდა მძიმე საგნები
სუიციდალური იყო ლეოპარდი
მაშინ როცა ჩემი გახდები
გულში გამიქრება მთელი დარდი
თავიდან თავიდან!
ღამით ზოგჯერ არ მოდიან სიზმრები
და სიმტკეცეც მე არ მესმის შენს ხმაში
დღეს თუ ჩემთან შენ არ იქნები
ეს ნიშნავს რომ შენ გამცვალე სხვაში
საგანს უყვარდა მათემატიკა
და ქუშტი სახით იდგა ხოლმე ბადრი
მაშინ როცა ჩემი გახდები
გულში გამიქრება ბევრი დარდი

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar