Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Rusi Dedis Simghera şarkı sözleri

Sanatçı: დაგდაგანი

albüm: Rusi Dedis Simghera


უფასოდ არაფერი ხდება
არაფერი არ გაივლის ისე
როცა კედლები გილპება
სახურავს ხელებით იჭერ

არავის მე არ ვეხებოდი
არავის ვესხმოდი თავს
თუ ვინმე ჩემ ფეხქვეშ კვდებოდა
მე სულ ვაბრალებდი სხვას
მე სულ ვაბრალებდი
ყოველი დღე მე ვიღვიძებდი
ვაგრძელებდი ცხოვრებას
ჩუმად გადიოდა წლები
არასდროს ვიღებდი ხმას
ერთხელ სახლში მოხვედი
გონზე ვერ მოვდიოდი
არაფერი არ გაივლის ისე
არაფერი არ გაივლის ისე

ყოველთვის ვხედავდი სიკვდილს
არ ვაქცევდი ყურადღებას
ვერ ვხედავდი ჩემი რა მიდის
ჩემს პასუხისმგებლობას
ყველას პასუხისმგებლობას
ყოველი დღე მე ვიღვიძებდი
ვაგრძელებდი ცხოვრებას
ჩუმად გადიოდა წლები
არასდროს ვიღებდი ხმას
ერთხელ სახლში მოხვედი
გონზე ვერ მოვდიოდი
არაფერი არ გაივლის ისე
არაფერი არ გაივლის ისე

ერთხელ მეც შემქონდა წვლილი
მაგრამ მითხრეს და გავჩერდი
როგორც ჩანს ეს ჩემი შვილი
ფასია უმოქმედობის
ჩემი დანაწევრებული შვილი
ფასია უმოქმედობის
ეს ფასია უმოქმედობის
ყოველი დღე ჩვენ ვიღვიძებდით
ვაგრძელებდით ცხოვრებას
ჩუმად გადიოდა წლები
არასდროს ვიღებდით ხმას
სახლში რომ მოგიტანეს
მე ვეღარ ავიტანე
არაფერი არ გაივლის ისე
არაფერი არ გაივლის ისე
არაფერი არ გაივლის ისე
არაფერი არ გაივლის ისე

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar