ახლა რა ვუყო, როცა აღარ ხარ ხარ ატანილი ვარსკვლავთა მიერ ჩემთან მტვერია ისევ ამაღამ და წვიმა მოდის თბილი და მღვრიე ახლა რა ვუყო, როცა მარტო ვარ ატანილი და სადღაც მიმქრალი შენი წვიმებით მინდა დათრობა და შენი მკერდისფერი ჭიქებით მჯერა რომ მოხვალ, მითხარი როდის მე მინდა ახლა, როცა მარტო ვარ ამ ქვეყნად ყველას საშველი მოდის მე შენი წვიმით მინდა დათრობა მინდა დათრობა ერთხელ სინათლეს მომტაცებ, ალბათ ჩემს მწუხარებას შეცვლი დარებით ყველაზე ლამაზს ჩაიცვამ კაბას და გამიტაცებ თეთრი ქარებით ერთხელ კი, ერთხელ და მჯერა რომ ერთხელ მაგრამ ამაღამ არის სიცივე თბილი წვიმები ძვალში გამტეხენ შენც მიმატოვე და მომიცილე მჯერა რომ მოხვალ, მითხარი როდის მე მინდა ახლა, როცა მარტო ვარ ამ ქვეყნად ყველას საშველი მოდის მე შენი წვიმით მინდა დათრობა მინდა დათრობა მჯერა რომ მოხვალ, მითხარი როდის მე მინდა ახლა, როცა მარტო ვარ ამ ქვეყნად ყველას საშველი მოდის მე შენი წვიმით მინდა დათრობა მინდა დათრობა შენი წვიმებით მინდა დათრობა