Kishore Kumar Hits

Fula Calypse - Northern Light şarkı sözleri

Sanatçı: Fula Calypse

albüm: Northern Light


ჯერ მხოლოდ ცამეტი წლის ვარ
ამ ცამეტიდან ცამეტი მახსოვს
არასდროს მომიკლავს თავი და
ეს ცამეტი წელი იძლევა დასტურს
ჩავქრი? თუ ვბრწყინავ?
არ აქვს პასუხი ქალაქს უსახოს
და შენ ასკვნი მე ვინ ვარ?!
ვსეირნობ საკუთარ თავთან ახლოს
ნუთუ აქ მხოლოდ იმისთვის გავჩნდი რომ დამსგავსებოდა ოთახი კარცერს?!
იქნებ აქ სწორედ იმისთვის დავრჩი რომ დიდი აფეთქება უნდოდათ მარცვლებს?!
არც ერთ წამს არ დავკარგავ, არც ერთ შანსს და არც ერთ ნამცეცს
ასეც და ისეც კარგად ვარ. ვარ. ვერაფერი ვერ მამარცხებს
ჩემს დაუკითხავად ჩავიდა მზე
ჩემს დაუკითხავად გავიდა დრო
ჩემს დაუკითხავად დავიბადე
მინდა შენს დაუკითხავად გავიზარდო
ამიტომ ამინ! და რამინდა მე?
თუ არ გინდა ჩემთვის ავი კარგო
მაშინ დამეხმარე ავიბარგო
ერთხელ კიდევ იქნებ სადმე დავიკარგო
მე არც წინ ვარ და არც უკან
არც კარს მიღმა და არც კარს უკან
წინასწარ არ ვიცი რას ვიზამ
სულ უნდა მელოდე, რას იზამ?!
ალბათ არ გახსოვს რა გითხარი
ალბათ ისევ გაატარე
ზოგჯერ ცხადშიც ვარ სიზმარი
ეს ღამეც დავასამარე
რად მინდა ამდენი ოქრო ბოლოს თუ მიწად მექცა
მერე როგორ ვიბობოქრო თუ ეს სული წამექცა
თუ მფარველი ანგელოზი ჯერ ისევ არ გამექცა
ვიქნები ფანატიკოსი, ოღონდ გახსნას რამე ცა
ან იქნებ სადაც ვარ ამჟამად მე
თუ გადის აქედან რაიმე გზა
სანამ გზას კვალით დავფარავდე
ფილტვები კვამლით აივსება
ჯერ ისევ მდუმარე ვარ ისევ და
ვარ მზის ღიმილი მთვარის სევდა
რამდენი წელია ვარ ისევ და
ეს ჩაიც სულ გამიყავისფერდა
რამდენიც დავაშრე დამისველდა
თვალები, ვისროლე ლამის სეტყვა
ეგ ჭიქა ბოლომდე გამივსე და
მომაფიქრებინე რამე სიტყვა
არასდროს შედგება ჩვენს შორის რამე შერიგება ან გარიგება
აქედან იცოდეთ როგორც თქვენ გეგონათ ისე აღარასდროს არ იქნება
მე ვაკეთე და თუ რამე გავანადგურე, ამისიც მინდოდა გაკეთება
ნეტავ სად იქნება შემდეგი სადგური, მოვაწყო შემდეგი აფეთქება
აქედან არ გადავვარდები და... მსგავსი არაფერი მახსენდება
ნათება ჩრდილოეთ ნათების და... ექვსი თვე აქ აღარ გათენდება

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar