(Fula, fula, fula...) ციცინათელებმა უთხრეს ვარსკვლავს "შენი ნათება მალე ჩაქრებაო" ჰო, მემგონი ზუსტად ასე უთხრეს, მართლაც დუმდა ვარსკვლავი, უმეორებდნენ "ჩაქრებაო" ვინ და ციცინათელები რომ ვერ გადაურჩნენ ქარებს ქარებმა რომ დააძრეს ფრთები ხომ არის ბედის ირონია? არა, შემისწორე თუ ვცდები როცა ხვლიკი გაშინებს, დრაკონს ნუ ემუქრები მე ვიცოდი გინდოდა გენახე, მაგრამ გამოჩენა აღარ ვისურვე მთელი ეს ზაფხული ვუვლიდი ვენახებს, კარგი მოსავალი ავიღე სულ მე და ლოგიკა სად არი? ბუნების ნაყოფი ტერაქტი ყოფილა თურმე და მთელი ეს ზღაპარი გახდება შემდეგში მაჯელობის საგანი თურმე თუ დაფიქრებულხარ რამდენი ნაგავი დაგიფარებია როგორც საბანი თუგინდა მიდი და დაადე ფენებად ხო ხედავ, არ ათბობს არც ერთი მათგანი გამომიძახეთ სასწრაფო ვინმემ მიშველეთ ექიმი სად არი? საშველი არ არი სასწრაფოს მანქანა აქ არი მაგრამ ექიმი არ არი ჩემს გარდა ჰოსპიტალიდან ვინ გამოიპარებოდა (ვინ?) ეს ჩანდა თითქოს თავიდანვე რომ ამის ძალა მქონდა ერთი შეხედვით მე - არაფერს, ის ყველაფერს ფლობდა ისიც ზუსტად ვიცი, ღმერთი მაინც ჩემით ამაყობდა და მეც ჯანმრთელი თვით შენთვის სანთელივით ვიწვი თან მთელი დღით მთელი ღამით და თვით შენ კი ფანტელივით ქრები, ცამ ფერი მზით შეღება და გემართება Machine Gun Kelly-ვით და მეც ჯანმრთელი თვით შენთვის სანთელივით ვიწვი თან მთელი დღით მთელი ღამით და თვით შენ კი ფანტელივით ქრები, ცამ ფერი მზით შეღება და გემართება Machine Gun Kelly-ვით თუ ვინმემ გითხრა ჩემზე ცუდი, უთხარი რო ნუ მისმენს გაიღიმე, შემობრუნდი, თუ ჩემით აქ გული ცემს მითუმეტეს თუ აფსურდი გვერდს ვერ უვლის კულისებს მე ჰიპ-ჰოპის რობინ ჰუდი, FuLa მიზნებს უმიზნებს FuLa ისეთს უკიდებს ვერ გააგნებ რუკით გზებს ვერ დააბრალებ სიბნელეს, ღმერთებს, ნათელს, ლუციფერს ყურს ნუ მოკრავ ცრუ მითებს გააღვიძე თუკი თვლემს იცი, აქ ვერავინ, ვერავის, ვერაფერს ვერ უმტკიცებს შენ თუ ისევ ლოკოკინა ხარ სახლი ატარო ჯობს და თუ ღრუბლებიდან წვიმა ხარ, იყინები და თოვს რატომ აღარ იღიმი და რატომ ღელავ ბოლო დროს? ისე ბოლო დროს, მეც ხშირად ვუსმენდი "ბოლო დროს" გასულ კვირას უშინაარსო დღეს პატივი ვეცი უშინაარსოს შინაარსი და ძალა მივეცი მზე თუ ჩადის, ჩავა, ჩავიდეს, ინადირებს მხეცი ეს beat-იც ჩავა-ჩარლი-ჩაპლინე და გამოვიქეცი და მეც ჯანმრთელი თვით შენთვის სანთელივით ვიწვი თან მთელი დღით მთელი ღამით და თვით შენ კი ფანტელივით ქრები, ცამ ფერი მზით შეღება და გემართება Machine Gun Kelly-ვით და მეც ჯანმრთელი თვით შენთვის სანთელივით ვიწვი თან მთელი დღით მთელი ღამით და თვით შენ კი ფანტელივით ქრები, ცამ ფერი მზით შეღება და გემართება Machine Gun Kelly-ვით