Kishore Kumar Hits

Fula Calypse - FuLA-FuLL şarkı sözleri

Sanatçı: Fula Calypse

albüm: FuLA-FuLL


Მე სულ სხვა რამე მათამამებს, აქ "ბაზარი" ნიჭზე
Საერთოდ არ არის, მთავარია დგას პრინცესა "ვიდზე"
Ვიგონებ სხვადასხვა თამაშებს, ისევ სხვადასხვა ბითზე
Ღმერთი სიკვდილს გაითამაშებს და შემოვა ნიცშე
Ამდენი რატომ ამტკიცე მითხარი, თუ არ არსებობს
Მართლა თუ არ არსებობს, უბრალოდ ნუ არ არსებობს
Ვერ დავუჯერებ სხვას, რადგან უკვე ვენდე იესოს
Საღამოს ვუყურებ ზეცას, დილით გამოვგვი ეზოს
Ჰორიზონტებს ცალი თვალით ვუმზერ, როგორც მეკობრე
Განა ზღვა დავიმორჩილე, არა, დავიმეგობრე
Არც დავმარცხდი, არც გავიმარჯვე, ამჯერად მეყო ფრე
Სულაც არ ყოფილა საკუთარი თავი მეტოქე
Არა, მართლა სულ ვიცი რა მსურს - როგორ გავერთო მე
Როცა ვისმენდი ამდენ აფსურდს, როგორ დამეთმო "მე"
Მაინც გამოვძვერი, ხედავ? რისთვის გადამეღობე
Ჩემთვის ნაბოძები ეს დრო მაინც გავაეპოქე
Ჩემი ზეცა ვარსკვლავებით სავსეა სულ
Ჩემი მთვარე ყვითელი და სავსეა სულ
Რაც თავი მახსოვს კი არა სულ ასეა, სულ
Ამიტომაც FuLA სულ სავსეა - Full
Ჩემი ზეცა ვარსკვლავებით სავსეა სულ
Ჩემი მთვარე ყვითელი და სავსეა სულ
Რაც თავი მახსოვს კი არა სულ ასეა, სულ
Ამიტომაც FuLA სულ სავსეა - Full
Აქ ვინ უნდა იცოდეს ვინ არ ვარ და ვინ ვარ მე
Დღეს რომ მეტროში შეგხვდა, დიახ, სწორედ ის ვარ მე
Ღრმა ბავშვობიდან ნისლისფერი ხედის ვიწამე
Და ამიტომაც მიყვარს დედამიწა მე
Სადღაც არსებობს ეჭვი თურმე შიზოფრენია მაქვს მე
Თუ ვირტუალურად მერჩი, გირჩევდი არ წამაწყდე სადმე
Ჩემი ის არის, მკერდში რომ არის და შენი ისარი რომ აცდა
Მე ნატურალური გეტოს შვილი ვარ, ნატურალური რასტა
Მე შენს სისულელეს ვერ მოვისმენ, სწრაფად მოკეტო გთხოვ
Და თუ მაინც ისე მოხდა რომ არ მოკეტე, მერე უკვე მოგთხოვ
Და შენ თუ შენი თავი გამოკეტე, ვისგან ელი ხსნას?!
Გეუბნებოდი გემოქმედა, ვერ ბედავ გარისკვას
Მე მეკობრე რომ აქ დავიბადე ეს იყო ღმერთის გეგმა
Თუმცა ბევრი რამ არ ავიტანე, არ ვიცი რამდენად შედგა
Თეთრი კედლები, ის გიჟი პოეტი, ის ფრენა სულ თვალწინ მედგა
Გამესაუბროს მხოლოდ ფროიდი, მომაშორეთ ეს მედდა
Ჩემი ზეცა ვარსკვლავებით სავსეა სულ
Ჩემი მთვარე ყვითელი და სავსეა სულ
Რაც თავი მახსოვს კი არა სულ ასეა, სულ
Ამიტომაც FuLA სულ სავსეა - Full
Ჩემი ზეცა ვარსკვლავებით სავსეა სულ
Ჩემი მთვარე ყვითელი და სავსეა სულ
Რაც თავი მახსოვს კი არა სულ ასეა, სულ
Ამიტომაც FuLA სულ სავსეა - Full

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar