Kishore Kumar Hits

Fula Calypse - Ar Gaifanto şarkı sözleri

Sanatçı: Fula Calypse

albüm: Ar Gaifanto

ყველაფერს რასაც აზრი აქვს, მხოლოდ ის არ წყვეტს განვითარებას,
ვერაფერი ცვლის ხასიათს თუ ჩაიხუტებ შენს მწუხარებას,
თუ ვინმეს ჩემთვის ფასი აქვს ჩემთან ერთად რომ იყოს ვრთავ ნებას,
აქ ყველას თავისი ჯვარი აქვს, თუმცა არავინ არ აპირებს ტარებას ...
გამოდარებას
ველოდები და ვინმეს დახმარებას
და თუ თვალი სხივს ვეღარ არეკლავს,
გაუქანე ატომი პლანეტას,
დაუშინე ხელები კამერას,
შენი რა მიდის?! - არხები გაყიდე...
მე შეგასწავლი საერთოდ სხვა ენას
შენ სემირამიდის ბაღები დაკიდე ...
ჰო და კიდევ ...
ჰო და კიდევ, შენი ოთახიდან ქალაქი წლების წინ ლამაზი ჩანდა,
ეხლა კი აპირებ წახვიდე აქედან და ჩალაგებული გაქვს უკვე ჩანთა,
თუ გინდა მოდი, დამელაპარაკე და მე მოგიყვები აქ რა როგორ ყარდა,
შენი ოთახიდან გახვედი, იარე, ქალაქი მთლიანად გადაგიყვარდა ...
გადაიზარდა ზეიმი მარაზმში,
მონები ოლიგარქების კართან,
იყავი მგელი ამ უტვინო ფარაში,
ხარი კი ყოველთვის მიაბი ხართან.
იმედებით ხარ თან,
იმედგაცრუებულიც ხარ.
თან მათ არ იციან რა თქვან,
არ გირჩევდი დიალოგს მათთან ...
მერამდენედ უნდა გაგანდო რომ აქ აღარავინ არ არის სანდო,
ასე რომ ყველა დაპირებას ეცეკვე ტანგო და არ დაიჟანგო
და სანამ მოვინადირებ, ხომ მექნება იმედი კარავი განდო?!
რამდენი გაგროვე, მაინც შეგაგროვე. ეცადე არ გაიფანტო

ჩემი დაბადების ყოველი სტიქია მინიმუმ თორმეტი ბალია,
სურვილი მექნება სიგიჟის მატების გიჟი თუ თავისუფალია,
ჩემი შედეგები შემართების, შენი არ შემართების ბრალია,
რატომ იხვევენ ცუდ იდეას - გაფრენის, ფარშევანგები ძალიან ...?!
მე არ ვიცნობ ისეთ დინოზავრს, ხვლიკებთან ომისთვის რომ სცალია,
თუ რეინკარნაციის ჩიტი ხარ, შენი ჯოჯოხეთი ყოფილა გალია,
თუ ამის იქით ვეღარ მიდიხარ, ესეც კანონზომიერების ბრალია,
ან იქნებ უბრალოდ დიდი ხარ და ძველებურად აღარ გიხარია ...
სიზიფეს ჯიუტად ისევ იმ მთაზე ის დიდი ლოდი ააქვს,
მე კი არ ვაპირებ მთაში ქვასთნ ერთად ბოდიალს,
რაში მჭირდება დიდი ქვა რაში, ოქროს ზოდი მაქვს,
ახალი ამბები ყოფილა ცაში, კითხე რომის პაპს ...
წაიღოს! გავატან ფიქრებს ...
წაიღოს! ქარის მოტანილი ქარმა,
"არ ვაღმერთებ ძვირფას ნივთებს,
ამიტომ არასდროს არ მიწევს პარვა"
რა აზრი აქვს ცხოვრების სიგრძეს?!
- ამიტომ არასდროს არ მიწევს მალვა,
მე ველოდებოდი დიდ მზეს,
გამოცხადებულია გვალვა ...
მერამდენედ უნდა გაგანდო რომ აქ აღარავინ არ არის სანდო,
ასე რომ ყველა დაპირებას ეცეკვე ტანგო და არ დაიჟანგო
და სანამ მოვინადირებ, ხომ მექნება იმედი კარავი განდო?!
რამდენი გაგროვე, მაინც შეგაგროვე. ეცადე არ გაიფანტო
მერამდენედ უნდა გაგანდო რომ აქ აღარავინ არ არის სანდო,
ასე რომ ყველა დაპირებას ეცეკვე ტანგო და არ დაიჟანგო
და სანამ მოვინადირებ, ხომ მექნება იმედი კარავი განდო?!
რამდენი გაგროვე, მაინც შეგაგროვე. ეცადე არ გაიფანტო.

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar