Kishore Kumar Hits

Fula Calypse - Ghetto Mgheroda şarkı sözleri

Sanatçı: Fula Calypse

albüm: Ghetto Mgheroda


Თუ ისევ მხედავ ესეიგი ხაზზე არის გეტო
Ესე იგი აქეთ-იქით არ უნდა იხედო
Ეს ნიშნავს იყურო გარეთ და შიგნით ჩაიხედო
Მოშორდი ცეცხლიან ქალაქს და უკან არ იხედო
Თუ ისევ მხედავ ესეიგი ხაზზე არის გეტო
Მე დავასკვენი, საკმარისზე მეტი გვაქვს საერთო
Გადაგვედება ნევროზი თუ სადმე არ გავერთეთ
Თუ არ გავამუქებთ ღამეს, დღეს თუ არ გავამკვეთრებთ
Მე მინდა გავიგო რა არის სიცოცხლის მიზეზი მთავარი ფეთქვის
Არ გინდა არაფრის მოყოლა თვალები წამებში ყველაფერს მეტყვის
Რა მნიშვნელობა აქვს რას რას დაარქმევ თუ ეს ვერაფერს ვერ ცვლის
Თუ ეს ვერაფერს შეგძენს, თუ ეს ვერაფრით ვერ გზრდის
Თითების გაშვერის მაგივრად, ჯობია "დაკვრა" და "სროლა" ისწავლო
Ჯერ "სროლა" ისწავლო და "დაკვრისას" გარდაიცვალო
Გპირდები, არც ისე მარტივად, ვეცდები არასდროს არ დავიცალო
Ღიმილი არ მოიცილო
Ტირილისთვის ჯერ არ მოიცალო
Სულ თავიდან იყო შანსი
Მერე იყო მცდელობა გადარჩენის
-მკვლელობა
Არ ვიცოდით რა გველოდა
Მერე ყველაფერმა ფასი
Დაკარგა და მცდელობა
Დარჩა მცდელობად
Თუმცა აქ დღესაც გეტო მღეროდა
Სულ თავიდან იყო შანსი
Მერე იყო მცდელობა გადარჩენის
-მკვლელობა
Არ ვიცოდით რა გველოდა
Მერე ყველაფერმა ფასი
Დაკარგა და მცდელობა
Დარჩა მცდელობად
Თუმცა აქ დღესაც გეტო მღეროდა
Ვერ გაგაგებინებ ხვალინდელის გეგმებს
Საერთოდაც ხვალინდელზე ფიქრი არ მსურს
Ვინ გაბედავს ჩემი ბედისწერის შეცვლას?!
Ვინ ამომიკერავს გადახეულ წარსულს?!
Ვინ ამოეფარა ამ ბეტონის კედლებს?!
Ვინ გამოიპარა წინა ღამეს - გასულს?!
Შევეჯახებოდი ფოლადის ამ ეტლებს
Შევედარებოდი პაბლიტო პიკასოს
Ვთლი და ვაქანდაკებ სიტყვის ყოველ ასოს
Ისევ ვქმნი და რასაც ვქმნი შენ ყველაფერი გახსოვს
Არც კი გინდა ძალდატანება, ამ ცუდს დრო მოსპობს
Თუ აქ არავინ გისმენს, ესმის ეს მთლიან კოსმოსს
Ჩვენ ისევ ვიქცევით ისე რომ ჩვენი ამბები მთელს ქვეყანას მოსდოს
Მთელმა ქვეყანამ უნდა აკეთოს რაც მთელ' ქვეყანას მოსწონს
Დახუჭე თვალები და ყველა ჭრილობას ნელა მაგრამ დრო მოსპობს
Კიდევ ატარე რამდენიმე ისარი და ზოგჯერ "ბენგ ბენგ" ზოგ ზომბს!
Აქ თუ კი აცდი შარს სულაც არ ნიშნავს რო' უკვე გაცდი შარს
Თუ ღამეს გაცდი შავს, იმას ნიშნავს რომ დღისით გაგთიშავს
Ნიშანს მე მოგცემ და ამ ნიშნის გარდა არ ენდო სხვა ნიშანს
Გეტო ერთობას ნიშნავს, თუ ერთად ვიქნებით ვერავინ დაგვიშავებს
Სულ თავიდან იყო შანსი
Მერე იყო მცდელობა გადარჩენის
-მკვლელობა
Არ ვიცოდით რა გველოდა
Მერე ყველაფერმა ფასი
Დაკარგა და მცდელობა
Დარჩა მცდელობად
Თუმცა აქ დღესაც გეტო მღეროდა

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar