Kishore Kumar Hits

Fula Calypse - ვერ ვაგებინებთ / Ver Vagebinebt şarkı sözleri

Sanatçı: Fula Calypse

albüm: ვერ ვაგებინებთ / Ver Vagebinebt


Ამ ხალხს ვერაფერს გააგებინებ
Და რამდენჯერაც გინდა გამოკარი ჩახმახს ხელი
Გასასვლელი როცა არ გაქვს, განცდას ვერ გრძნობ და ეს არის განსაცდელი
Რამდენი ძირია კიდევ გასაზრდელი
Ისევ გამოჩენას მზის და ცის გახსნას ველი
Რამდენი კითხვაა კიდევ დასასმელი
Ისევ ყველა რთული ამოცანის ახსნას ველი
Მე ჩემთვის ვდგავარ, განა (განა) შენ გელი
Მე ვარ FuLA Calypse Shelley (Shelley შეუჩერებელი)
Შენთვის არ ვარ, ამიტომაც შენი ყველა აზრი ჩემზე
Იქნებოდა ყოვლად შეუფერებელი
Შეუფარებელი არა, მოხეტიალე
Და სადაც დავხეტიალობ იქ ვარ შეუდარებელი
Ხარ დაუცველი, თუკი ღამეა ბნელი, თუკი რუხია მგელი - თავშეუკავებელი
Კარგ რეპს კარგი ჩამრთველი უნდა
Ჯანმრთელს გვერდით ჯანმრთელი უნდა
Აქ ბნელს ბევრი სანთელი უნდა
Ამ ცდებს ნეტა რამდენი უნდა
Ქართველს მარტო ქართველის შურდა
Ამიტომაც გადაუდაბურდა
Ყველა ქალაქი - გაუსახურდა
Ყველა სოფელი - გაიქურდა
Შენ მაინც იჯექი მშვიდად და სამყაროს ჯოკონდას ღიმილით გახედე
Იცინე, იმდენი, რამდენიც გეყოფა ძალა და მერე სითავხედე
Არ ვიცი რა იცი ჩემზე და გირჩევდი თავს საერთოდ ამით არ ღლიდე
Ასე რომ ყველა ფიქრი გაააციმბირე და ეჭვები დახვრიტე
Ჩვენ ჩვენს თავზე პასუხს სხვას უბრალოდ ვერ ვაგებინებთ
Ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვერაფერს ვერ ვაგებინებთ
Მეც უკვალოდ, შენც უკვალოდ ისე დავიკარგებით
Მერე ველოდოთ როდის ჩვენ კიდევ დავიბადებით
Ცხადში ვერ მნახეს, დამისიზმრეს
Მაინც ვერაფრით ვერ ამითვისეს
Ოცნება ფეხქვეშ გამისრისეს
Შენ ხომ არ იცი, რამ იცის ეს?!
Არა მე რა უნდა გამიკვირდეს
Ან ისე რა უნდა გამიჭირდეს
Რომ ისეთად ყოფნა მომინდეს
Რომელიც ყველაფერს ამახინჯებს?!
Ლამაზი თუ ხარ შენც ამ მახინჯებს
Არ დაენახო, მაგ ტარაკნისებრს
Ხომ კარგად იცნობ მაგათ ხრიკებს
Ხომ იცი რომ გაგაღარიბებს
Აღარ იღებს აქ ხმას აღარავინ
Ვინც იღებს ვერაფერს აყალიბებს
Ბოდვაა! ბოდვაა! ბოდვაა! ბოდვაა!
Ბოდვაა! შეეშვი, გაპანიკებს
Და ყოფნა? ნუთუ ყველას მარტო სურს
Ხალხს ერთმანეთი რატომ სძულს
Ხალხს ერთმანეთის რატომ შურს?!
Გვყავს ერთმანეთი! (ჩვენ) გვყავს ერთმანეთი!
Მთელი სიცხადით ჩანს სიზმარეთი
Მეც ამ გალაკტიკების მიღმა გავერთი-
Ანდი, ჰოდა როგორც იყო ისე გავერთე
Აანთე რამე სხვა, ჩააქრე სიგარეტი
Ცხელებაში ციებაში, (ცხელებაში ციებაში)
Რაღაც ახლის ძიებაში (რაღაც ახლის ძიებაში)
Ყველაფრის პატიებაში, გამეპარა დრო (გამეპარა დრო)
Უბრალოდ ასე მიება, რა შურისძიება
Რა შურისძიება, მინდა გელაპარაკო
Ჩვენ ჩვენს თავზე პასუხს სხვას უბრალოდ ვერ ვაგებინებთ
Ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვერაფერს ვერ ვაგებინებთ
Მეც უკვალოდ, შენც უკვალოდ ისე დავიკარგებით
Მერე ველოდოთ როდის ჩვენ კიდევ დავიბადებით

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar