Kishore Kumar Hits

1/4 - ნუ ცდილობ şarkı sözleri

Sanatçı: 1/4

albüm: ნუ ცდილობ


Ნუ ცდილობ, დაწერო ის, რასაც არ ფიქრობ
Ნუ ცდილობ, რომ გულში სიმართლე გაიქრო
Ნუ ცდილობ, დათრგუნო, ვინც კვდება შენებით
Ნუ ცდილობ, რომ სხვაში გაცვალო შენები
Ნუ ცდილობ, რომ ლანძღვით შენ ტაში დაგიკრან
Ნუ ცდილობ, რომ ის სხვა წინ ჯვარზე გაგიკრან
Ნუ ცდილობ, რომ მღვდლების დათვალო ჯიპები
Ხომ იცი, რომ ბოლოს შენც განიკითხები?
Სამყაროს ჩვენ-ჩვენი აგურით ვაშენებთ
Თუ რამე არ მოგწონს, სხვისი რა ბრალია?
Ჯიბეში ოღონდაც ჩავიდეს ფული და
Დამხრჩვალი ცხოველით გაივსოს გალია!
Ნუ ცდილობ, სიამაყე კარზე რომ მოგადგება
Გაუღო კარი და წაშალო მონატრება
Ნუ ცდილობ, ნახევრად შიშველო ქალბატონო(შიშველო ქალბატონო)
Პატარა ბიჭების ცდუნებით იბატონო
Ნუ ცდილობ, დატუქსო შვილი თუ გაერთო
Შენზეა თუ მასთან ვერ ნახე საერთო
Ნუ ცდილობ, დაწერო ასეთი სიმღერა
Ეს უკვე, ეს უკვე ვიღაცამ იმღერა
Ჩვენია, ჩვენია, ქვეყანა ჩვენია!
Ეს მწვანე ბალახი, ეს ზღვა და ტალღები!
Ქართველის ცივო და ყინულის გულო
Მე მჯერა! ამ ლექსით ამ მზეში გალღვები
Ცამდეა მართალი ეს ჩემი სტროფები!
Ცამდეა მართალი ეს ჩემი გიტარა!
Ვერ აღვწერ იმდენად დიდი მაქვს გრძნობები!
Ვხვდები, რომ ჩემს გულში დღეს გამოიდარა!

Გამოცდას ვაბარებთ ჩვენს მაღლა დაწერილს
Გამოცდას, რომელიც გართობა გვგონია
Დავკარგავთ ძარღვებში ჩაბერილ სიცოცხლეს
Და მერე მივხვდებით რა ძალა ჰქონია
Არ ვცდილობ, სტროფებით მივიდე რწმენამდე
Არ ვცდილობ და სწორედ ამისი ბრალია
Რამდენჯერ ვიბრძოლე, მომეგნო შენამდე!
Და როცა გიპოვნე
Შენ აღარ გცალია!

Ნუ ცდილობ, სიამაყე კარზე რომ მოგადგება
Გაუღო კარი და წაშალო მონატრება
Ნუ ცდილობ, ნახევრად შიშველო ქალბატონო
Პატარა ბიჭების ცდუნებით იბატონო
Ნუ ცდილობ, დატუქსო შვილი თუ გაერთო
Შენზეა თუ მასთან ვერ ნახე საერთო
Ნუ ცდილობ, დაწერო ასეთი სიმღერა
Ეს უკვე ერთი მეოთხედმა იმღერა!
Ჩვენია, ჩვენია, ქვეყანა ჩვენია!
Ეს მწვანე ბალახი, ეს ზღვა და ტალღები!
Ქართველის ცივო და ყინულის გულო
Მე მჯერა! ამ ლექსით ამ მზეში გალღვები!
Ცამდეა მართალი ეს ჩემი სტროფები!
Ცამდეა მართალი ეს ჩემი გიტარა!
Ვერ აღვწერ იმდენად დიდი მაქვს გრძნობები!
Ვხვდები, რომ ჩემს გულში დღეს გამოიდარა!

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar