Kishore Kumar Hits

Trio Mandili - Marto Shemovrchi (Waiting) şarkı sözleri

Sanatçı: Trio Mandili

albüm: With Love


ღრუბელმა შავად დაუშვა ციდან
წვიმა ცრემლებად ჩამონადენი
ტკივილი დამრჩა, მიჭირს გამხელა
ფიქრები დამრჩა, ოღონდ რამდენი
მერე ზამთარი მოვა უშენოდ
ობოლ ღამეებს ჩამოგვირიგებს
შენ თმაში მინდა რომ მივუჩინო
საცხოვრებელი მინდვრის გვირილებს
ხმას ვერ ვიღებ და სიჩუმეს ვხედავ
საით მიჰქრიან ნეტავ ქარები
მე კი ყოველთვის სიზმრებში გხედავ
მოვდივარ, მაგრამ ვერ გეკარები
მიხვდები, რომ ხარ არარაობა
როგორც შენი თუ ძველი თაობა
მიხვდები - წყალი, ხელზე რომ დაგდის
გათენებამდე სიცოცხლეს გაცდის
ეს გოდებაა ჩვენი მინდვრების
მდინარეების, ბარის და მთების
და თუ არ გინდა ბოგანოს ჰგავდე
დროა იყვირო ხმის ჩახლეჩვამდე

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar