Kishore Kumar Hits

Insight Innovates - Song Is All I Have şarkı sözleri

Sanatçı: Insight Innovates

albüm: Yellow


ქალაქის ბუღში
უგულობის მორევში
ასფალტზე მკრთალად
შერჩენილ თეთრ ზოლებში
პატარა ბოშა გოგო ვერ შველოდა
თამაშად ქცეულ ხელის გაშვერას
ყოველ დღე მზესთან ერთად დგება და ვერ წვდება
გისოსებს მიღმა
ახალგაზრდა ვაჟკაცი
გულაგმა მწოლი
ცივ ნესტიან სარდაფში
ოცნებობს დაბრუნებას თბილ სახლში
შფოთავს, ბორკავს ლოცვის ტრიალში
და ნანობს შეცდომაზე გმერთის წინაშე
მეთევზე ზღვაში
აკვირდება შავ ღრუბლებს
უფეთქავს გული
ნავის შრიალს არ უსმენს
პატარა ბადე თითქმის სავსე აქვს
მას მეტი არაფერი სხვა არ აქვს
ტალღები დაუნდობლად უფრო ძლიერ არწევენ ნავს
ამდენი ხალხის დარდიტ გულგასიებულს
სიმღერა მრჩება მათთვის მონანიებულს
რომ ბოშა გულში ვერ ჩავიკარი
რომ ვაჟკაცს ვერ შევუღე ტაძარი
რომ მეთევზესაც ჩემი ლოცვით, ზღვა ვერ დახვდა წყნარი
გაივლის დრო და ყველა მივალთ ჩვენ სახლში
მეთევზე, ბოშა, მე და ვაჟკაცი
მშრომელიც, მეომარიც, ბრძენკაციც
და მაშინ იქნებ შევძლო ვანუგეშო რაღაცით

Поcмотреть все песни артиста

Sanatçının diğer albümleri

Benzer Sanatçılar