დრო გასულა როგორ მალე სევდას ვეღარ დავემალე შორს გავყვები ფიქრებს შორს ჩამოწვება ისევ ღამე ყვითელ ფურცლებს ვეტყვი რამეს დრო არ იცდის დრო ღამე ქუჩას მივუყვები წვიმს და სევდა მემატება შენზე მთვარეს ბევრს ვუყვები იცის როგორ მენატრება ციმციმებენ ვარსკვლავები შენსკენ სავალ გზებს დავეძებ მე შორიდან გეფერები ისინი გზას მინათებენ დრო გავიდა ისე მალე ვერ გითხარი ბევრი რამე შორს ხარ შორს ჩამოწვება, თუმცა ღამე მთვარე ალბათ მეტყვის რამეს ვთხოვ, სიყვარულს ვთხოვ გათენებას ველოდები წვიმაც გადაიღებს ალბათ რიჟრაჟს მე უშენოდ ვხვდები და მთვარეც გაქრება სადღაც გათენდება, დილა ისევ მეფერება მე ნაპირს მივუყვები ნელა მართლა როგორ მენატრება დაბრუნდები ალბათ მჯერა ღამე ქუჩას მივუყვები წვიმს და სევდა მემატება შენზე მთვარეს ბევრს ვუყვები იცის როგორ მენატრება ციმციმებენ ვარსკვლავები შენსკენ სავალ გზებს დავეძებ მე შორიდან გეფერები ისინი გზას მინათებენ დილა ისევ მეფერება ნაპირს მივუყვები ნელა მართლა როგორ მენატრები დაბრუნდები ალბათ მჯერა.